ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

მთავარია შიშს მოერიო და პოზიტიურად გარდაქმნა | ენრიკე ნიცასთან მატჩის წინ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურში პსჟ „ნიცას'' მიიღებს. ხვიჩა კვარაცხელიას საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჯერ გოლი არ გაუტანია, 8 მატჩში მის აქტივში 1 საგოლე პასია. ლუის ენრიკე ქართველ შემტევს ლიგა 1-ში სასტარტო 11-ეულში რეგულარულად არ ათამაშებს, როტაციაშია, ჩემპიონთა ლიგაზე კი ხვიჩა ბრწყინვალედ გამოდის, ორ მატჩში 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.

„ნიცასთან'' მატჩის წინ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მოკლე პრესკონფერენცია გამართა.

„ნიცამ’’ სეზონი ძალიან კარგად ვერ დაიწყო, მაგრამ ბოლო მატჩებში შედეგიანია. სათამაშო ხარისხი აჩვენეს. ევროპა ლიგაზეც გამოდიან. ამ თამაშისთვის მაქსიმალურად კარგად მომზადება გვჭირდება. რთული მატჩი იქნება, მეტოქის ფეხბურთელები კომპაქტურად ითამაშებენ. „პარკ დე პრენსზე’’ წარმატებისთვის მხოლოდ 1 ფეხბურთელის კარგად თამაში საკმარისი არაა, მთელმა გუნდმა კარგად უნდა ითამაშოს. „ნიცა’’ კარგი გუნდია’’.

- რა ურთიერთობა გაქვთ შიშთან? იყენებთ მას ფეხბურთელებთან? 

- შიში საინტერესო სიტყვაა. როცა ცდილობ მასთან დაპირისპირებას, ეს არის გამბედაობა, მაგრამ ფეხბურთში შიში უარყოფითი სიტყვაა. ჩვენ ვცდილობთ ის მოვიშოროთ და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოვხატოთ, მაგრამ ცხოვრებაში ყველას შეიძლება დაეუფლოს შიში. მთავარია, მას შეეწინააღმდეგო და გარდაქმნა პოზიტიურად.

პსჟ-სა და „ნიცას'' მატჩი პირველ ნოემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილი პირველი ვარიანტი აღარაა | რას წერს პორტუგალიური პრესა
ქოჩორაშვილი პირველი ვარიანტი აღარაა | რას წერს პორტუგალიური პრესა