ჩვენი მეტოქეები ცნობილია | ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის წილისყრის შედეგები
ფუტსალში ევროპის 2026 წლს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გაიმართა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდის მეტოქეები ცნობილია:
A ჯგუფი: ლატვია, ხორვატია, საქართველო, საფრანგეთი
B ჯგუფი: ლიეტუვა, სომხეთი, ჩეხეთი, უკრაინა
C ჯგუფი: სლოვენია, ბელარუსი, ესპანეთი, ბელგია
D ჯგუფი: იტალია უნგრეთი, პორტუგალია, პოლონეთი
ჩვენი ჯგუფის შეხვედრებს ლატვიის დედაქალაქი რიგა უმასპინძლებს.
ფუტსალში ევროპის 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენია, ლატვია და ლიეტუვა უმასპინძლებენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. ორივე შემთხვევაში ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი იყო. მისი ხელმძღვანელობით ფუტსალის ნაკრებს ძალიან დიდი პროგრესი აქვს, რაც შედეგში აისახა. 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გავედით, საუკეთესო 8 ნაკრებს შორის მოვხვდით, რაც დიდი წარმატებაა.