საფონოვი მზადაა, პსჟ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს
პსჟ-ს რუსი მეკარე, მატვეი საფონოვი მზადაა, ფრანგული კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს.
როგორც ჟურნალისტი და ინსაიდერი, ექრემ კონური წერს, მის მიმართ ინტერესს იჩენენ სერია A-ს, ლა ლიგის და პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბები.
მატვეი პარიზელთა რიგებში 2024 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში რუსმა მეკარემ 17 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაუშვა.
რაც შეეხება ამ სეზონს, მატვეის საკლუბო დონეზე ჯერ არ უთამაშია. შეგახსენებთ, რომ საფონოვი პსჟ-ში 2024 წელს, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ, „კრასნოდარიდან“ გადავიდა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 18 მილიონ ევროს შეადგენს.