„მსიამოვნებს აქ თამაში“ - რაფორდს ბარსელონაში დარჩენა სურს
მარკუს რეშფორდს იმედი აქვს, რომ „ბარსელონაში“ ზაფხულში იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგაც დარჩება. ამის შესახებ BBC Sport-ი წერს.
„ბარსელონას“ აქვს შესაძლებლობა, ინგლისელი ფორვარდი სრულად გამოისყიდოს 28 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოს – ეს უფრო დაბალი ფასია, ვიდრე ის 40 მილიონი, რასაც „მანჩსტერ იუნაიტედი“ ნებისმიერი სხვა კლუბისგან მოითხოვდა.
27 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი „წითელ ეშმაკებთან“ 2028 წლამდეა გათვლილი, მაგრამ მას, როგორც ჩანს, „ოლდ ტრაფორდზე“ მომავალი არ აქვს, სანამ მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმია.
„რა თქმა უნდა,“ – უპასუხა რეშფორდმა ESPN-ს კითხვას, სურს თუ არა მას ესპანეთში დარჩენა.
„მე მსიამოვნებს აქ თამაში და ვფიქრობ, ნებისმიერი ფეხბურთის მოყვარულისთვის, „ბარსელონა“ ერთ-ერთი საკვანძო კლუბია თამაშის ისტორიაში. ფეხბურთელისთვის ეს პატივია“, - აღნიშნა მარკუსმა.
გასული სეზონის მეორე ნახევარი რეშფორდმა „ასტონ ვილაში“ გაატარა, სადაც უნაი ემერის ხელმძღვანელობით მისი კარიერა წინ წავიდა.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, მარკუსმა 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე მოქმედება შეასრულა.