“კმაყოფილები ვართ“ - ალონსო იუვენტუსის დამარცხების შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მესამე ტურში მადრიდის რეალმა იუვენტუსს უმასპინძლა და ჯუდ ბელინგემის გოლით 1:0 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ალონსო:
„ვიცოდით, რომ ეს ულტრაკონკურენტუნარიანი მატჩი იქნებოდა. გამარჯვება რთული იყო. ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ვფიქრობ, უფრო დიდი ანგარიშით მოგება შეგვეძლო. გამარჯვებით კმაყოფილები ვართ. გიულერი ყველაფრის გაუმჯობესების პროცესშია. მან პრესინგი უნდა გააუმჯობესოს, თუმცა მრავალმხრივი ნიჭი აქვს.
იუვენტუსი სამი შემტევით თამაშობდა და ცვლილებები ამის მიხედვით განვახორციელე. რიგ ეპიზოდებში თავს ვიცავდით, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაა და სრულიად ნორმალურია. ჯუდმა სრულყოფილი მატჩი ჩაატარა. ის ძალიან კარგ შეგრძნებებს ქმნის თავისი კონკურენტუნარიანობით. ახლა კი დროა ელ კლასიკოზე ვიფიქროთ.“
შეგახსენებთ, რომ რეალმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე სამიდან სამი მატჩი მოიგო. შემდეგ ტურში ბლანკოსი ლივერპულს ესტუმრება. იქამდე კი ლა ლიგაში ბარსელონას და ვალენსიას წინააღმდეგ საკუთარ კედლებში ითამაშებს.