გაგრა
Aa
Aa

ახალი მწვრთნელი გაგრაში - ონიანის შემცვლელი ცნობილია

კიდევ ერთი უცხოელი სპეციალისტი Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში - „გაგრას“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ჟელკო ლიუბენოვიჩი იმუშავებს. მან ამ თანამდებობაზე გიორგი ონიანი შეცვალა, რომელმაც გუნდი მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა.

ლიუბენოვიჩმა სამწვრთნელო კარიერა 2020 წელს ლუგანსკის „ზორიაში“ დაიწყო, სადაც 19-წლამდე გუნდის დამრიგებლის ასისტენტი გახლდათ. ამას მოჰყვა „ჟელეზნიჩარსა“ და „რადნიჩკიში“ ასევე თანაშემწის პოზიციაზე მუშაობა. დამოუკიდებლად მწვრთნელობა კი 2023 წელს „მინაიში“ დაიწყო, რასაც პოლტავის „ვორსკლაში“ წასვლა დაერთო.

ცნობისათვის, ლიუბენოვიჩი კლუბის ხელმძღვანელებმა ფეხბურთელებს წარუდგინეს და მან პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა. სერბი მწვრთნელის დებიუტი კი Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ხვალ შედგება, როდესაც „გაგრა“ სტუმრად გორის „დილას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დილა გარეჯთან დამარცხდა, იბერია ლიდერს დაეწია
დილა გარეჯთან დამარცხდა, იბერია ლიდერს დაეწია