კოულ პალმერი, ენცო მარესკა
Aa
Aa

პალმერი კიდევ 6 კვირას გამოტოვებს - კოულს 20 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია

კოულ პალმერი ტრავმის გამო, კიდევ 6 კვირას გამოტოვებს. ამის შესახებ „ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ, განაცხადა.

„მე ვცდებოდი კოულ პალმერის ნოემბერში დაბრუნებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მას კიდევ ექვსი კვირა სჭირდება. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად დავიცვათ კოული. სამედიცინო გუნდი ჯადოქარი არ არის. ვიმედოვნებთ, რომ ექვსი კვირა საკმარისი იქნება“, – თქვა მარესკამ და აღნიშნა, რომ ფეხბურთელს ოპერაცია არ სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი შემტევი ნახევარმცველი საზარდულის ტრავმის გამო, 20 სექტემბრიდან არ თამაშობს.

ცნობისთვის, პალმერი „არისტოკრატების“ ღირსებას 2023 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან 4 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

გეტყვით ასევე, რომ Transfermarkt-ზე კოულის საბაზრო ღირებულება 120 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გენიოსის სპექტაკლი გალაქტიკოსთან - ბერნაბეუს ოვაციები რონალდინიოს
გენიოსის სპექტაკლი გალაქტიკოსთან - ბერნაბეუს ოვაციები რონალდინიოს