ჟოზე მოურინიო, ბენფიკა
Aa
Aa

„ჩემი გული ლურჯია, ჩელსი ჩემი ისტორიაა“ - მოურინიო სტემფორდ ბრიჯზე დაბრუნებაზე

„ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ „ჩელსისთან“ მატჩამდე ინტერვიუ UEFA-ს ოფიციალურ გვერდს მისცა, სადაც ლონდონურ კლუბთან გასამართ მატჩსა და „არისტოკრატებთან“ არსებულ სენტიმენტებზე ისაუბრა.

რას ამბობს მოურინიო:

„როდესაც პორტუ დავტოვე, „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი „პორტუს“ წინააღმდეგ მქონდა. „ინტერის“ მწვრთნელობისას „ბარსელონას“ წინააღმდეგ მილიონჯერ ვითამაშე, წარსულში კი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ვიყავი. „ფენერბაჰჩეს“ მწვრთნელის რანგში „მანჩესტერ იუნაიტედს“ ვეთამაშე, „ბენფიკას“ და ა.შ.

„მაგრამ „ჩელსისთან“ განსაკუთრებული გრძნობა მაკავშირებს. „სტემფორდ ბრიჯზე“ სამჯერ მოვიგე პრემიერ ლიგა, „ჩელსისთან“ ერთად ისტორია შევქმენი. „ჩელსი“ ჩემს ისტორიას ეკუთვნის, ისევე როგორც მე „ჩელსის“ ისტორიას. ჩემი გული ლურჯია, მაგრამ ეს ფეხბურთია. მათ გამარჯვება სურთ, ისევე როგორც მე მინდა გამარჯვება. მატჩამდე და მატჩის შემდეგაც მივხვდები, სად ვარ. მატჩის განმავლობაში ეს სენტიმენტები უნდა დავივიწყო და უბრალოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლო.“

შეგახსენებთ, რომ „ბენფიკასა“ და „ჩელსის“ დაპირისპირება „სტემფორდ ბრიჯზე“ 30 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები