ალ იტიჰადი იურგენ კლოპს უმიზნებს
„ალ იტიჰადს“ მთავარ მწვრთნელად იურგენ კლოპის დანიშვნა სურს.
როგორ Arriyadiyah-ი იტყობინება, 58 წლის გერმანელი სპეციალისტი არაბული კლუბისთვის პრიორიტეტულ ვარიანტად ითვლება.
მანამდე „ალ იტიჰადმა“ ლორან ბლანი „ალ-ნასრთან“ (0:2) მარცხის შემდეგ თანამდებობიდან დაითხოვა. ამჟამად გუნდი ჩემპიონატის ცხრილში მესამე ადგილზეა და 4 მატჩში 9 ქულა აქვს მოპოვებული.
კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ასევე განიხილებიან ჩავი, უნაი ემერი, ლუჩანო სპალეტი და სერჟიო კონსეისაუ.
შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი ბოლოს „ლივერპულს“ წვრთნიდა. გერმანელი „წითლეებს“ სათავეში 2015 წლის 8 ოქტომბერს ჩაუდგა და კლუბს რვა ტიტული მოაგებინა.
სწორედ მის სახელს უკავშირდება გუნდის ევრო ასპარეზზე უმაღლეს მწვერვალზე დაბრუნება - 2019 წელს მერსისაიდელებმა ჩემპიონთა ლიგა ტოტენჰემის დამარცხებით მოიგეს, რასაც როგორც უეფას სუპერთასზე, ასევე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამარჯვება მოჰყვა.