რიო ფერდინანდი, რუუდ ვან ნისტელროი, ბენიამინ შეშკო
Aa
Aa

„როცა რონალდუ პასს არ აძლევდა, ნისტელროი ვარჯიშს ტოვებდა“ - ფერდინანდის რჩევა შეშკოს

რიო ფერდინანდმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ ბენიამინ შეშკოს თამაში გააანალიზა და სლოვენიელ ფორვარდს რამდენიმე საინტერესო რჩევაც მისცა.

„პირველ ტაიმში, როდესაც ჩელსი ათი კაცით თამაშობდა, მას მხოლოდ ექვსი შეხება ჰქონდა ბურთთან. ექვსი შეხება! ვფიქრობ, ამისთვის სხვა მოთამაშეებთან ერთად პასუხისმგებლობა თავდამსხმელზეც არის. დღევანდელ ფეხბურთში უამრავი ტექნოლოგია და ვიდეო არის ხელმისაწვდომი, ასე რომ, შეგიძლია ყველაფერი iPad-ზე გააანალიზო და შენს პარტნიორებს უთხრა: „იცით, როდესაც იმ პოზიციაზე აღმოჩნდით, ნახეთ, სად ვიყავი მე ამ დროს".

ამადმა (დიალო) შაბათ-კვირას, ვფიქრობ, კარგად ითამაშა. იყო შესანიშნავ პოზიციაზე მარცხენა ფლანგზე, შეშკომ კი მცველი საჯარიმოში გაიყოლა, და ამადს მისთვის მხოლოდ ბურთის გაგორებაღა რჩებოდა.

ის, თუ რამდენად თავისუფალი იქნება შეშკო, დამოკიდებულია გადაწყვეტილების მიღებაზე, და მან უნდა ეცადოს, რომ პარტნიორებს ბევრი რამ მიაწოდოს - ან გარბენებით, რომლებიც ყველაფერს აშკარას ხდის, ან ესაუბროს მათ მატჩის შემდეგ. სწორედ ასეთი საუბრები სჭირდება მას, რადგან ვიცი, რომ რუდიც (ვან ნისტელროი) ასე იქცეოდა.

მე მინახავს, ​​როგორ ტოვებდა რუდ ვან ნისტელროი საწვრთნელ მოედანს, რადგან რონალდუ ძალიან ბევრ ფინტს აკეთებდა და ბურთს არ აძლევდა, როდესაც მას ეს სურდა.

ასე რომ - შენ გუნდელებს როგორმე ეს ყველაფერი უნდა გააგებინო“.

- განაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა თავისი YouTube არხის ეთერში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები