ბიორნ ბორგი
Aa
Aa

წლებია სიმსივნეს ებრძვის - ბორგს გარანტიებს ვერ აძლევენ

ლეგენდარული შვედი ჩოგბურთელისა და მსოფლიო რეიტინგის ყოფილი ლიდერის, ბიორნ ბორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სკანდინავიელი ამის შესახებ არ საუბრობდა, თუმცა ამჯერად გადაწყვიტა, რომ ფართო საზოგადოებისთვის ყველაფერი გაემხილა. ბორგს 2023 წელს პროსტატის სიმსივნე დაუდგინეს, რის გამოც დღემდე მკურნალობის კურსს გადის. ამის შესახებ ბიორნმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

„თავიდანვე მითხრეს, რომ საკმაოდ აგრესიული ფორმა იყო, რის გამოც ოპერაცია გავიკეთე და ახლა რემისიის პროცესი მიმდინარეობს. ექიმს ვესაუბრე და პირდაპირ განმიცხადა, რომ მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ახლა ჩემს ორგანიზმში არის სიმსივნის მიძინებული უჯრედები, რომელიც ნებისმიერ დროს შესაძლოა გააქტიურდეს. ექვს თვეში ერთხელ დავდივარ გამოკვლევებზე, ბოლოს ორი კვირის წინ ვიყავი და არ ვიცი, როდის რა მოხდება. ვცხოვრობ გათენებიდან დაღამებამდე, მე კი მსურს, წლიდან წლამდე ვცხოვრობდე“.

ცნობისათვის, ბიორნ ბორგს, რომელიც ამჟამად 69 წლისაა, კარიერის მანძილზე ექვსჯერ როლან გაროსი (1974, 1975, 1978, 1979, 1980, 1981) და ხუთჯერ უიმბლდონი (1976, 1977, 1978, 1979, 1980) აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი უამბიციოები როგორ არიან“ - ბეკერის ხმაურიანი განცხადება
„ასეთი უამბიციოები როგორ არიან“ - ბეკერის ხმაურიანი განცხადება