ლივერპული, ატლეტიკო, არნე სლოტი
Aa
Aa

“ჩემი გუნდი გაახალგაზრდავდა“ - სლოტი ატლეტიკოსთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე ლივერპული მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლებს. მატჩის წინ, მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

სლოტი:

„ისაკის მოედანზე ხილვას ყველა მოუთმენლად ველით. არის შანსი, რომ მან ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ მინდორზე 90 წუთს გაატარებს. ატლეტიკო? მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძალიან რთულია.

დიახ, ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში ვართ და ყველა იმაზე საუბრობს, რომ ზედიზედ 4 მატჩი მოვიგეთ. ვფიქრობ, გასულ სეზონთან შედარებით უკეთესები ვიქნებით. რთული კალენდრის და ბევრი სხვა ფაქტორის გამო 4 ტურში 12-მა ქულამ ძალიან გამახარა.

გასულ სეზონში პენალტების სერიაში დავმარცხდით, რაც ძალიან მტკივნეული იყო, რადგან გამარჯვებასთან საკმაოდ ახლოს ვიყავით. სიმართლე გითხრათ, ტურნირიდან გავარდნა ჩემპიონთან მირჩევნია და ეს ჩემპიონის წინააღმდეგ მოხდა. პსჟ შარშან საუკეთესო გუნდი იყო.

ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ლივერპულმა უამრავი ფული დახარჯა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გაყიდული ფეხბურთელებიდან 300 მილიონი ევრო მივიღეთ. ჩვენ გუნდის საშუალო ასაკის შემცირება შევძელით. გუნდი გაახალგაზრდავდა და დიდი პერსპექტივა გვაქვს.“

შეგახსენებთ, რომ ლივერპულში გიორგი მამარდაშვილი გადავიდა და სამწუხაროდ ჯერჯერობით პრემიერ ლიგაში მას არ უთამაშია. ვნახოთ, ათამაშებს თუ არა სლოტი მას ჩემპიონთა ლიგაზე. ლივერპულისა და ატლეტიკოს დაპირისპირება 18 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები