„კვარას შემცვლელი ვერ იპოვეს“ - ფედელემ ნაპოლის ტრანსფერები შეაფასა
ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა და ძმები კანავაროების ყოფილმა აგენტმა, ენრიკო ფედელემ Napoli 24 Live-ის ეთერში „ნაპოლის“ ტრანსფერებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდმა ხვიჩა კვარაცხელიას ღირსეული შემცვლელი კვლავ ვერ დაიმატა.
რას ამბობს ფედელე:
„პირადად ჩემთვის, ეს სატრანსფერო ფანჯარა ჩემთვის დამაბნეველი იყო, რადგან გუნდმა გასულ სეზონში შექმნილი პრობლემები კიდევ ვერ მოაგვარა. კვარაცხელია კვლავ ვერ შეცვალეს ისეთი ვინგერით, რომელიც მინიმუმ იგივე რაოდენობის გოლებს გაიტანა, რამდენიც ქართველს გაჰქონდა. ისინი თვეების განმავლობაში ნდოიეს აკვირდებოდნენ და საბოლოოდ, 5 მილიონ ევროზეც ვერ შეთანხმდნენ. ამის შემდეგ ლანგი დაიმატეს, კარგი დრიბლიორი, მაგრამ გოლების გარეშე მოთამაშე. დე ბრუინსაც ცოტა უჭირს, ის აურელიო დე ლაურენტისის სურვილით შეიძინეს და კონტეს გეგმები ჩაშალეს. მწვრთნელს, რომელმაც გასული სეზონის ნახევარდაცვაზე უარი არ თქვა, მოუწია, რომ დე ბრუინი თავდამსხმელის უკან დაეყენებინა. ამას დაემთხვა ლუკაკუს ტრავმაც. დე ბრუინი და ლუკაკუ ერთმანეთს კარგად უგებდნენ. ასევე, გუნდში არ არის ანგისას შემცვლელი. სათადარიგო ფეხბურთელები მისი მსგავსი ფიზიკით ვერ გამოირჩევიან. ამ ფანჯარაზე „ნაპოლიმ“ შემადგენლობა არ გააფართოვა და სასტარტო შემადგენლობისთვის მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ გუნდმა 100 მილიონი დახარჯა სათადარიგოთა სკამისთვის, მაგრამ პრობლემები ვერ გადაიჭრა. ამის მიუხედავად, მჯერა, რომ „ნაპოლი“ სკუდეტოს ფავორიტად რჩება, რადგან სხვა გუნდებთან შედარებით, მყარი შემადგენლობა და ძლიერი დაცვა ჰყავს.“
2 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 6 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 13 სექტემბერს, სტუმრად „ფიორენტინასთან“ გამართავს.