ოფიციალურად - ოკაფორი ლიდსის ფეხბურთელია
„ლიდსმა“„მილანის“ შვეიცარიელი თავდამსხმელი ოფიციალურად გაიფორმა.
25 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში 4 სეზონის განმავლობაში ითამაშებს. მედიის ცნობით, ტრანსფერის ღირებულებამ 20 მილიონი ევრო შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ ოკაფორი „მილანს“ 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა, სადაც ის „ზალცბურგიდან“ გადავიდა.
გასულ სეზონზე, ნოამ 22 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტი ამ დროისთვის Transfermarkt-ზე მისი საბაზარო ღირებულება 13 მილიონ ევროს შეადგენს.