მარკუს რაშფორდი, ჟოან გარსია
Aa
Aa

ბარსელონა დარწმუნებულია, რომ რაშფორდსა და გარსიას დაარეგისტრირებს

ბარსელონა დარწმუნებულია, რომ მარკუს რაშფორდისა და ჟოან გარსიას დარეგისტრირებას შეძლებს.

როგორც Marca წერს, ორივე მოთამაშის რეგისტრაცია ინიგო მარტინესის წასვლის წყალობით გახდება შესაძლებელი, აგრეთვე მარკ ანდრე ტერ შტეგენის ხანგრძლივი არყოფნით, რომელსაც ცოტა ხნის წინ ზურგზე ოპერაცია ჩაუტარდა.

„ბლაუგრანას“ პრიორიტეტი გარსიას რეგისტრაციაა. თავის მხრივ, რაშფორდი კლუბს ენდობა და დარწმუნებულია, რომ ლა ლიგის პირველ ტურში თამაშს შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 2025/26 წლების სეზონი 15 აგვისტოს იწყება, „ბლაუგრანა“ კი პირველ მატჩს 16 აგვისტოს, „მალიორკას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დარჩენის შემთხვევაშიც კი, ისაკი ნიუკასლში თამაშს არ აპირებს | ჯეიკობსი
დარჩენის შემთხვევაშიც კი, ისაკი ნიუკასლში თამაშს არ აპირებს | ჯეიკობსი