ჟოაუ ფელიქსი ალ-ნასრში გადადის
ჟოაუ ფელიქსი „ალ-ნასრში“ ითამაშებს. „ჩელსი“ და არაბული კლუბი 25 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ.
მედიის ცნობით, ჟოაუ საუდის არაბეთში 2,5-ჯერ მეტ ხელფასს მიიღებს, ვიდრე ის ინგლისში გამოიმუშავებდა.
კერძოდ, მისი ხელფასი წელიწადში 17,5 მილიონი ევრო იქნება. რაც შეეხება ტრანსფერს, მისი ღირებულება 30 მილიონი ევროა, რომელიც შესაძლოა 50 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარი ფელიქსმა „მილანში“ იჯარის წესით გაატარა. მან 41 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა.