ლუკა ლოჩოშვილი, მიროსლავ კლოზე
Aa
Aa

„ახალ ქვეყანაში ახალი გამოწვევა მინდოდა“ - ლოჩოშვილის ინტერვიუ ნიურნბერგთან

საქართველოს ნაკრების მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა „ნიურნბერგში“ გადასვლის შემდეგ ინტერვიუ კლუბის ოფიციალურ გვერდს მისცა, სადაც გერმანულ გუნდში გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

ლუკა ლოჩოშვილის ინტერვიუ:

„წარსულში, გერმანიის პირველ და მეორე ბუნდესლიგაში ქართველი ფეხბურთელები ხშირად ყოფილან. მოხარული ვარ, რომ მეც მომიწევს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი დონის ჩემპიონატში თამაში. ახალ ქვეყანაში ახალი გამოწვევა მინდოდა. როდესაც მიროსლავ კლოზეს და იოტი ჩაციალეშუს პროექტი წარმიდგინეს, მაშინვე გადავწყვიტე აქ გადმოსვლა.“

„იტალიური ფეხბურთი ძალიან ტაქტიკურია, ყველაფერი დეტალებზეა დამოკიდებული. აქ უფრო ინტენსიურ და დინამიურ ფეხბურთს ველი და ვფიქრობ, მიროსლავ კლოზეს სათამაშო ფილოსოფია ჩემთვის მისაღებია. გერმანული და იტალიური ფეხბურთი ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ 3 წელი ავსტრიაში ვთამაშობდი და ვფიქრობ, ადაპტაცია არ გამიჭირდება.“

„საწვრთნელი ბანაკი ყველას უკეთ გასაცნობად გამოვიყენე. საკმაოდ ახალგაზრდა გუნდია, რაც ერთმანეთთან კომუნიკაციას ამარტივებს. ჯერჯერობით, ნეგატიურს ვერაფერს ვიტყვი. მე აგრესიული მოთამაშე ვარ, მომწონს შეტევაში წასვლაც. ასევე ცენტრალური მცველი ვარ, რომელსაც ბურთის ფლობა და თამაშის გაშლა უყვარს.“

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი ნიურნბერგს კრემონეზედან შეუერთდა. გერმანულ კლუბს ქართველი მცველის ტრანსფერი 1 მილიონი ევრო დაუჯდა, თავად ფეხბურთელმა კი ხელშეკრულება 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი ესტონეთში - იბერია 1999 და დაუწერელი საფეხბურთო კანონი
მარცხი ესტონეთში - იბერია 1999 და დაუწერელი საფეხბურთო კანონი