მბაპე თუ გიულერი - ვინ იქნება რეალის ახალი 10 ნომერი?
ლუკა მოდრიჩის წასვლის შემდეგ, მადრიდის „რეალში“ 10 ნომერზე 2 მოთამაშეა პრეტენდენტი. ამის შესახებ Marca წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სამეფო გუნდის 10 ნომერი შესაძლოა კილიან მბაპე გახდეს, მისი იმიჯისა და სტატუსის გათვალისწინებით. თუმცა ფრანგ ფეხბურთელს ნომრის შეცვლა არ უთხოვია და გადაწყვეტილებას კლუბის ხელმძღვანელობა მიიღებს.
კიდევ ერთი კანდიდატი არდა გიულერია - 20 წლის თურქ ნახევარმცველს სურს, რომ ახალი სეზონიდან სწორედ 10 ნომრით ითამაშოს.
როგორც Marca წერს, 10 ნომრის არავისთვის გადაცემის პერსპექტივა „უტოპიურად გამოიყურება“, თუმცა მსგავსი რამ წარსულში უკვე მომხდარა. მაგალითად, 2013/14 წლების სეზონში.
შეგახსენებთ, რომ მოდრიჩმა „რეალი“ ცოტა ხნის წინ დატოვა და „მილანში“ გადავიდა. 39 წლის ხორვატმა ნახევარმცველმა „როსონერისთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.