გიორგი ქოჩორაშვილი, სპორტინგი
Aa
Aa

“კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია“ - Record ქოჩორაშვილზე

გიორგი ქოჩორაშვილმა „სპორტინგის“ მაისურით პირველი შეხვედრა ჩაატარა. ლისაბონური კლუბი ამხანაგურ მატჩში „სელტიკს“ დაუპირისპირდა და ქართველ ნახევარმცველს სათამაშო დრო სწორედ შოტლანდიური კლუბის წინააღმდეგ მიეცა.

ქოჩორაშვილი მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 0:1-ს აგებდა. „სპორტინგმა“ თამაში ვერ გადაარჩინა და 0:2 წააგო. დღეს პორტუგალიურმა გაზეთმა Record-მა ქართველ ფეხბურთელზე დაწერა.

Record:

„გიორგი ქოჩორაშვილი სათამაშოდ მზად არის. ის ახლა გუნდთან ერთად ალგარვეში იმყოფება და ახალი სეზონისთვის ემზადება. სპორტინგმა ქართველი ფეხბურთელი ლევანტედან 5.5 მილიონ ევროდ შეიძინა. თავიდან მას კოჭის ტრავმა აწუხებდა და გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობდა, მაგრამ ახლა მწყობრშია. ვარჯიშებზე საკუთარი ქმედებებით სამაგალითოა და ამტკიცებს, რომ კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია.“

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ ლისაბონურ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმა, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა. „სპორტინგი“ მომდევნო შეხვედრას 21 ივლისს გამართავს და „სანდერლენდს“ დაუპირისპირდება.

გიორგის მომენტები სელტიკის წინააღმდეგ

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“კვარას, ჟორჟის და ზურიკოს კვალს უნდა გაჰყვეს“ - ლიგა 1-ის საიტი წიტაიშვილზე
“კვარას, ჟორჟის და ზურიკოს კვალს უნდა გაჰყვეს“ - ლიგა 1-ის საიტი წიტაიშვილზე