ხვიჩა კვარაცხელია, კრისტიან ძაკარდო
Aa
Aa

ვინ იქნება ახალი კვარა | ძაკარდომ ხვიჩაზე ისაუბრა

კრისტიან ძაკარდომ, რომელმაც „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიას გაფორმება ურჩია და მოლაპარაკებებში იყო ჩართული, ქართველ გარემარბზე ისაუბრა. ძაკარდომ 24 წლის შემტევის სეზონი შეაფასა და დაასახელა ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ, ახალი „კვარა“ გახდნენ.

„ნაპოლის ხვიჩა მე ვურჩიე. მის წარმომადგენლებსა და გუნდის ხელმძღვანელობას კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. შემდეგ კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენში გადავიდა და პირველივე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ის წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი იყო. ნაპოლიმაც სკუდეტო იზეიმა, ასე რომ, საერთო ჯამში, ყველასთვის კარგი სეზონი გამოვიდა.

იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში, ნაპოლი პარი სენ-ჟერმენს შეხვდება და კვარაცხელია ნეაპოლში დაბრუნდება, რათა ნეაპოლელი გულშემატკივრების აპლოდისმენტები მიიღოს. ის ამას იმსახურებს. სერიოზული ბიჭია და პარტენოპეის ქომაგებზე ზრუნავს.

ახალი კვარა? ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მაგალითად, ზურიკო დავითაშვილი, რომელიც სენტ-ეტიენში თამაშობს. 2001 წელს არის დაბადებული და ძალიან კარგი გარემარბია. ფროზინონეს ფეხბურთელი, გიორგი კვერნაძე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვნახე და ძალიან დიდი პროგრესი აქვს. რაც შეეხება კიდევ უფრო ახალგაზრდებს - ბართიშვილს გამოვარჩევ, რომელიც ჯერ კიდევ პატარაა, მაგრამ ნიჭიერია და ბევრი გუნდის ყურადღების ცენტრშია“.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგების შანსიც აქვს. პსჟ მეოთხედფინალშია გასული, სადაც მისი მეტოქე „ბაიერნია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პარი სენ-ჟერმენის მეტოქე გაირკვა | ბაიერნმა ფლამენგო დაამარცხა
პარი სენ-ჟერმენის მეტოქე გაირკვა | ბაიერნმა ფლამენგო დაამარცხა