ბასკონია VS უნიკახა - შერმადინი და შენგელია პარკეტზე საუკეთესოები იყვნენ!
ესპანეთის მე-20 ტურში ქართული დერბი შედგა - თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" გიორგი შერმადინის "უნიკახას" უმასპინძლა და 96:78 დაამარცხა.
უნდა აღინიშნოს, რომ ქართული დერბი არა მხოლოდ ფურცელზე, არამედ რეალურადაც შედგა და საქართველოს ნაკრების კალათბურთელები პარკეტზე ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირები იყვნენ.
შენგელიას მონაგარი ასეთი იყო - 21 ქულა, 9 მოხსნა, 2 გადაცემა. რაც შეეხება შერმადინს, მისი მონაგარი 16 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო.
აღსანიშნავია, რომ თორნიკეს შედეგიანობის კოეფიციენტმა 28 შეადგინა და ის მატჩის MVP გახდა.
შერმადინიც და შენგელიაც თავიანთ გუნდებში პარკეტზე საუკეთესოები იყვნენ.
"ბასკონია" 13 გამარჯვებით მე-3 ადგილზე იმყოფება, ხოლო "უნიკახა" 12 მოგებით მე-6 პოზიციას იკავებს.