Aa
Aa

შენგელიას 15 ქულა და მარცხი „პანათინაიკოსთან“

ევროლიგის რიგით 22-ე ტურში თოკოს ბასკონია სტუმრად ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტს - „პანათინაიკოსს“ ესტუმრა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 4 ქულიანი სხვაობით დამარცხდა.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა მოედანზე 24 წუთი დაჰყო, თოკომ 15 ქულასთან ერთად 5 მოხსნა, 4 გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა აქტივში. შენგელიამ 8-დან 6 ორქულიანი და 5დან-3 საჯარიმო მოათავსა კალათში, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 22-ს გაუტოლდა.

ბერძნებს კენი გაბრიელმა და ჯეიმს გისტმა ულიდერეს 15-15 ქულით.

„ბასკონია“ 10 მოგებითა და 12 მარცხით მე-9 პოზიციაზე იმყოფება და საპლეიოფო საგზურისთვის იბრძვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები