ლეროი სანე
Aa
Aa

სანე ბაიერნს ტოვებს და შესაძლოა გალათასარაიში გადავიდეს

ლეროი სანემ „ბაიერნის“ დატოვება გადაწყვიტა. ამის შესახებ ფლორიან პლეტენბერგი წერს.

ცნობილი გერმანელი ჟურნალისტის ცნობით, „ბაიერნის“ ვინგერი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდა.

მიუნხენელები 29 წლის გერმანელ ფეხბურთელს წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, საიდანაც ფიქსირებული ხელფასი 12-23 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო. თუმცა სანემ გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ინსაიდერი წერს, ლეროი „გალათასარაიში“ გადასვლასთან ახლოსაა. თურქული კლუბი მის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს: ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში მხარეებს შორის სატელეფონო ზარები და შეხვედრები შედგა.

Athletic-ის ინფორმაციით კი, „გალათასარაიმ“ და გერმანელმა 3-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმეს.

შეგახსენებთ, რომ სანე „ბაიერნში“ 202 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 45 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 6 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 32 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტის პირველი გამარჯვება | ბრაზილიამ მუნდიალის საგზური მოიპოვა
ანჩელოტის პირველი გამარჯვება | ბრაზილიამ მუნდიალის საგზური მოიპოვა