ტიჯანი რეინდერსი
Aa
Aa

„ახდენილი ოცნება“ | მანჩესტერ სიტიმ რეინდერსი ოფიციალურად გაიფორმა

„მანჩესტერ სიტიმ“ მეორე ტრანსფერი დახურა. „ქალაქელებმა“ რაიან შერკის გაფორმების შემდეგ, ტიჯანი რეინდერსის გარიგება გამოაცხადეს და საკუთარ ვებგვერდზე, დაწერეს, რომ ნიდერლანდელმა კლუბს საკუთარი მომავალი 5 წლით დაუკავშირა.

„მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტის გაფორმებით აღტაცებული ვარ. სიტი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, რომელსაც საუკეთესო მთავარი მწვრთნელი და მსოფლიო კლასის ფეხბურთელები ჰყავს. პეპ გუარდიოლასთან ერთად, ქალაქელებმა უამრავი ტიტული მოიგეს და მინდა, უახლოეს წლებში, მათ წარმატებულ გზაზე სიარულის გაგრძელებაში დავეხმარო.

პრემიერ ლიგაში თამაში ახდენილი ოცნებაა. ამ ჩემპიონატში მაღალ დონეზე ბევრ ნიდერლანდელ ფეხბურთელს უასპარეზია და ეს ჩემი შთაგონების წყაროა და მინდა, მათ ნაბიჯებს გავუყვე. მოუთმენლად ველი, მინდორზე როდის გავალ და სიტის ქომაგებს როდის ვაჩვენებ, რა შემიძლია“, - განაცხადა რეინდერსმა.

შეგახსენებთ, რომ რეინდერსი ბოლოს „მილანში“ თამაშობდა და გავრცელებული ინფორმაციით, „ქალაქელებს“ მისი ტრანსფერი 46.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდათ, რასაც ბონუსები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტის პირველი გამარჯვება | ბრაზილიამ მუნდიალის საგზური მოიპოვა
ანჩელოტის პირველი გამარჯვება | ბრაზილიამ მუნდიალის საგზური მოიპოვა