„პსჟ-სკენ და კვარასკენ ვიქნები“ - სანიოლმა ფინალზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას წარმატება უსურვა.
რა თქვა სანიოლმა ხვიჩაზე:
„სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვერ დავესწრები, რადგან შეკრება ამ დღეს იწყება, მაგრამ თამაშს აუცილებლად ვუყურებ და ხვიჩას რა თქმა უნდა, წარმატებებს ვუსურვებ. პსჟ-ს ვუგულშემატკივრებ. თუ ხვიჩა მოიგებს, ჩვენს გასახდელში ერთადერთი აღარ ვიქნები, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ექნება მოგებული. ხვიჩა გამორჩეული ფეხბურთელია, ლიდერის თვისებები და მისი სახით, გასახდელში ასეთი ფეხბურთელის ყოლა ძალიან დიდი ფუფუნებაა. რა თქმა უნდა მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. ქართულ ფეხბურთში ხვიჩას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. ის ახალგაზრდა თაობის შთაგონების წყარო და ქართული ფეხბურთის ლოკომოტივია“.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ინტერს“ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 31 მაისს, მიუნხენში საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.