ხვიჩა კვარაცხელია, სკოტ მაკტომინეი
Aa
Aa

„მაკტომინეის კარგი სეზონი კვარაცხელიას წასვლის დამსახურებაა“ - ყოფილი ფეხბურთელი ნაპოლიზე

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ლორენცო ამორუზომ, რომელიც სხვადასხვა წლებში „ფიორენტინაში“, „რეინჯერსში“ და „ბლექბერნში“ თამაშობდა, „ნაპოლის“ საჩემპიონო სეზონსა და სკოტ მაკტომინეის შესახებ ისაუბრა.

53 წლის ვეტერანმა განაცხადა, რომ შოტლანდიელი ფეხბურთელი განსაკუთრებულად კარგად მას შემდეგ ათამაშდა, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლური გუნდი დატოვა.

რას ამბობს ამორუზო:

„მაკტომინეის სეზონი 8 ქულაზე ნაკლებად არ უნდა შეფასდეს. მაკტომინეის ასე თამაშში მნიშვნელოვანი როლი ხვიჩა კვარაცხელიას წასვლამ იქონია. არ ვიცი, ექნებოდა თუ არა მაკტომინეის მოედნის ეს ნაწილი ქართველთან ერთად, მაგრამ ფაქტია, რომ კვარაცხელიას წასვლის შემდეგ შოტლანდილემა მეტი სივრცე იპოვა. ისინი, ვინც „ნაპოლის“ თამაშებს თვალს არ ადევნებენ, მხოლოდ მაკტომინეის 12 გოლს ხედავენ, მაგრამ მოთამაშე როგორც სტატისტიკით, ისე ბურთის ფლობითა და იმ გავლენით უნდა შეფასდეს, რაც როგორც შეტევაში, ისე დაცვით ფაზაში აქვს. სეზონის დასაწყისში მაკტომინეი გოლებს ხშირად არ იტანდა, მაგრამ ყოველთვის იყო საჯარიმოში, ყოველთვის სწორ ადგილას ჩნდებოდა. არ დაგვავიწყდეს, რომ გასულ წელს მაკტომინეის „მანჩესტერ იუნაიტედში“ ძალიან აკრიტიკებდნენ, ამის გამო კი იტალიაში ჩასვლა და ასე კარგად თამაში მარტივი არ ყოფილა. კონტემ ბევრი იშრომა, რომ სკოტის საუკეთესო ვერსია მიეღო და საბოლოოდ, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა“.

შოტლანდიელი ფეხბურთელი სერია A-ს 2024/25 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, „ნაპოლიმ“ კი „სკუდეტო“ ისტორიაში მეოთხედ მოიგო. სკოტ მაკტომინეიმ გასულ სეზონში სერია A-ში 34 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები