ხვიჩა კვარაცხელია, რამაზ სვანაძე,
Aa
Aa

რამაზ სვანაძე: “დაცვით ფაზაში ხვიჩა მსოფლიოს საუკეთესო გარემარბია“

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ბუნებრივია ქართველი გულშემატკივარი „პარი სენ-ჟერმენი“ – „ინტერის“ ფინალს, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ინტერესით ელოდება. მათ რიგებს განეკუთვნება საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელი რამაზ სვანაძე, რომელმაც გადაცემაში „სპორტი იმედზე“ კვარას ბოლოდროინდელ პროგრესზე საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა.

რას ამბობს სვანაძე

ხვიჩა „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა. ის რომ დიდი ფეხბურთელი და ტოპ-ვარსკვლავი იყო, აქამდეც ყველამ კარგად ვიცოდით, მაგრამ ჩემთვის ძალიან თვალშისაცემი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გახდა მრავალმხრივი მოთამაშე, განსაკუთრებით კი დაცვით ფაზაში. მე პირადად მსოფლიოში არ მახსენდება არც ერთი ვინგერი, რომელიც თავდაცვითი ოპერაციების დროს ისე თამაშობდეს, როგორც ამას კვარა აკეთებს.

ვფიქრობ, მისი პროგრესი მთლიანად მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა. მახსოვს, ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ახსენა ასეთი რამ, რომ ლუის ენრიკემ გასაგებად უთხრა, რომ „სენ-ჟერმენში“ ჰყავს ძალიან ბევრი მაღალი კლასის შემტევები, მაგრამ დაცვით ფაზაში რომ მის დავალებებს ასრულებდნენ, ასეთები თითზე ჩამოსათვლელი არიან. კვარამ კი გუნდს სწორედ ეს შესძინა და მართლაც საუკეთესოდ გამოიყურება.

შეგახსენებთ, რომ რამაზ სვანაძის მომზადებული საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 11 ივნისიდან ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, სადაც ჯგუფში მისი ფეხბურთელების მოწინააღმდეგეები პოლონეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრები გუნდები იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„განსაკუთრებული ფეხბურთელია“ | დევიდ უებს კვარა 80-იანი წლების მოთამაშეს აგონებს
„განსაკუთრებული ფეხბურთელია“ | დევიდ უებს კვარა 80-იანი წლების მოთამაშეს აგონებს