ჟორჟინიო კარიერას ფლამენგოში გააგრძელებს
ჟორჟინიო კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს. ამის შესახებ ჟურნალისტი ვენე კაზაგრანდე იუწყება.
მისი ინფორმაციით, „არსენალის“ ნახევარმცველი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და „ფლამენგოსთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
როგორ კაზაგრანე წერს, გარიგების შესახებ ოფიციალურად მას შემდეგ გამოცხადდება, როცა იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის „არსენალთან“ კონტრაქტი ამოიწურება. ის ბრაზილიურ კლუბს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა შეუერთდეს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში 33 წლის ჟორჟინიომ 26 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევროა.