გიორგი მიქაუტაძე, ჯონათან დევიდი
Aa
Aa

მიქაუტაძის უარის შემდეგ - გალათასარაი დევიდზე გადაერთო

მიმდინარე სეზონში „ლიონში“ მისი შთამბეჭდავი თამაშის ფონზე, ბუნებრივია გიორგი მიქაუტაძის დამატება უამრავ კლუბს სურს და მათ შორის ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად „გალათასარაი“ აქტიურობდა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ჩემპიონატში კარიერის გაგრძელებაზე საქართველოს ნაკრების 24 წლის ფორვარდმა უარი განაცხადა, რის გამოც სტამბოლური კლუბის ხელმძღვანელები სათადარიგო ვარიანტზე გადაერთვნენ.

Transferfeed.com-ის ცნობით, „ლილის“ ლიდერისა და საუკეთესო ბომბარდირისთვის, ჯონათან დევიდისთვის სტამბოლური კლუბები „ფენერბაჰჩე“ და „გალათასარაი“ იბრძოდნენ, თუმცა მიქაუტაძისგან უარის მიღების შემდეგ, „გალა“ გააქტიურდა და კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კანადელ ფეხბურთელს სერიოზული მოთხოვნები აქვს - ის თურქების წინადადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ყოველწლიურად 10 მილიონ ევროს გადაუხდიან და ბონუსის სახით 15 მილიონსაც ჩაურიცხავენ. დევიდს „ლილში“ საკმაოდ შედეგიანი სეზონი აქვს  - მან ყველა ტურნირზე გამართულ 46 შეხვედრაში თავი 25 გოლითა და 11 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ცნობისათვის, გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე ლიგა 1-ში 31 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა. ევროპა ლიგის 11 პაექრობაში - 4 გოლი და 5 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე - 2 გოლი. შედეგად, საერთო ჯამში, ამ სეზონში ჩატარებულ 44 თამაშში მის ანგარიშზე 16 გოლი და 11 ასისტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას ყოფნის შემთხვევაში ინტერთან სხვაობა სამ ქულაზე მეტი იქნებოდა“ - მარადონას შვილმა ხვიჩაზე ისაუბრა
„ხვიჩას ყოფნის შემთხვევაში ინტერთან სხვაობა სამ ქულაზე მეტი იქნებოდა“ - მარადონას შვილმა ხვიჩაზე ისაუბრა