„ამაყი და ბედნიერი ვარ, მოგებაც შეგვეძლო“ - სიმონე ინძაგი
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბარსელონასთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ ლამინ იამალის განეიტრალების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თავისი გუნდის ფეხბურთელები შეაქო.
„ფანტასტიკური მატჩი იყო. ვიცოდით, რომ ნახევარფინალში თამაში მარტივი არ იქნებოდა. მოგებაც შეგვეძლო. მომეწონა, როგორი წვლილი შეიტანეს შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა. ინტერის გულშემატკივრებმა უნდა იცოდნენ, რომ მოედანზე ბოლომდე ვიხარჯებით, ასეთ რთულ დროსაც კი. სამშაბათს „ფინალი" გველოდება.
იამალის განეიტრალება კარგად გამოგვივიდა. თავიდან ორი მეურვე მივუჩინეთ, მეორე ტაიმში კიდევ უფრო მეტი ყურადღება დავუთმეთ. იამალმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
გვინდოდა, მაღალი პრესინგი გვეთამაშა. რომასთან მატჩის შემდეგ ცოტა დავისვენეთ, მაგრამ ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, ამაყი და კმაყოფილი ვარ.
რიგ მომენტებში შესანიშნავად ვითამაშეთ, რიგ მომენტებში კი გვიჭირდა. ბარსელონას სახით დიდებული მეტოქე გვყავდა. ახლა მათაც იციან, რომ მილანში მათ ინტერის სახით ასევე დიდებული მეტოქე ელოდებათ“.
„ბარსელონასა“ და „ინტერისა“ პირველი ნახევარფინალური დუელი ფრედ დასრულდა - 3:3. საპასუხო შეხვედრა იტალიაში 6 მაისს გაიმართება.