რამაზ სვანაძე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის (U21) - სვანაძემ შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მარტში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, ანტალიაში ფინეთსა (22 მარტი,16:00) და სერბეთს (25 მარტი, 16:30) შეხვდება.

მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ იმ ფეხბურთელთა შემადგენლობა დაასახელა, რომლებიც აღნიშნული მატჩებისთვის 17-25 მარტს ანტალიაში მოემზადებიან.

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი)

მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), ლადო ოდიშვილი (თელავი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), გიორგი მაისურაძე (პოლისია ჟიტომირი, უკრაინა)

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაო, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (კრილია სავეტოვი, რუსეთი), ირაკლი ეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი (ჰაპოელ ჰადერა, ისრაელი)

თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), ჯადული იობაშვილი (თელავი), დავით გოცირიძე (გაგრა)

შეგახსენებთ, ზაფხულში 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. აღნიშნული შეკრება სწორედ ამ ტურნირისთვის მზადებას ემსახურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთი დებიუტანტით - სომხეთთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ერთი დებიუტანტით - სომხეთთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია