ოფიციალური შეთავაზება - რეალმა ტრენტს კონტრაქტის დეტალები გააცნო
მას შემდეგ, რაც ლივერპული ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პარი სენ ჟერმენთან დამარცხდა, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდზე საუბრები განახლდა.
შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ინგლისელ უკანახაზელს მადრიდის რეალს უკავშირებდნენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს ცნობებს ავტორიტეტული გამოცემა The Times ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მადრიდულმა გრანდმა ტრენტს ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა და კონტრაქტის დეტალები გააცნო, თუმცა მედიისთვის კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ახლა თავად ფეხბურთელის გადასაწყვეტია გადავა თუ არა ზაფხულში სამეფო კლუბში. შეგახსენებთ, რომ მას ლივერპულთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს და გახანგრძლივებას ჯერჯერობით არ განიხილავს.
ასევე შეგახსენებთ, კარლო ანჩელოტის გუნდს ტრენტის გადაბირება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც სურდა და მერსისაიდულ გრანდს 25 მილიონიანი წინადადებითაც მიმართა, თუმცა უარი მიიღო.