სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუს 7 ქულა 7 წუთში - სპურსმა საკრამენტოსთან წააგო

„სან ანტონიო“ NBA-ს მორიგ შეხვედრაში სტუმრად „საკრამენტოსთან“ 18-ქულიანი სხვაობით, 109:127 დამარცხდა. „სპურსმა“ ბოლო ათი მატჩიდან შვიდი წააგო, თუმცა მიუხედავად ამისა როტაციის კალათბურთელებს თავის გამოჩენისთვის ძალიან ცოტა დრო ეძლევათ. სანდრო მამუკელაშვილი პარკეტზე ამჯერადაც მცირე ხნით გამოჩნდა, თუმცა როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მიცემული წუთები ნაყოფიერად გამოიყენა.

25 წლის ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე გატარებული 7 წუთის მანძილზე 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მამუმ სამიდან ორი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, საშუალო დისტანციიდან კი ერთხელაც არ უსვრია. ორივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა და გარდა ამისა, ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

61 თამაშის შემდეგ 26 მოგებითა და 35 წაგებით „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეცამეტე ადგილზეა და მხოლოდ ორ კლუბს, „ნიუ ორლეანსა“ და „იუტა ჯაზს“ უსწრებს. მომდევნო მატჩს „სპურსი“ სტუმრად „მინესოტასთან“ გამართავს, რომელიც ხვალ თბილისის დროით, შუაღამის 04:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეს კალათბურთელის სიტყვები არ იყო - ლებრონი სკანდალში გაეხვა
ეს კალათბურთელის სიტყვები არ იყო - ლებრონი სკანდალში გაეხვა