ვიტესი, ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

იეგოიანმა ვიტესში გაიბრწყინა - გოლი და საგოლე პასი „ეინდჰოვენთან“

ნიდერლანდების რანგით მეორე ლიგის 29-ე ტურში ირაკლი იეგოიანის „ვიტესი“ „ეინდჰოვენს“ ესტუმრა. ირაკლის გუნდი 2:0-ს იგებდა, თუმცა საბოლო ჯამში მხოლოდ ფრეს დასჯერდა - 3:3.

ანგარიში მე-8 წუთზე სწორედ ირაკლიმ გახსნა, როცა თავისივე დაწყებული შეტევა თავური დარტყმით დააგვირგვინა და სტუმრები დააწინაურა.

24-ე წუთზე იეგოიანმა „ეინდჰოვენის“ ფეხბურთელის პასი ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. 32-ე წუთზე კი „ვიტესმა“ უპირატესობა ორამდე გაზარდა - ირაკლიმ თავისივე ნახევრიდან წამოიღო ბურთი და კაპიტან ალექსანდრ ბიუტნერს გაატანინა.

მასპინძლებმა ერთი გოლი პირველივე ტაიმში, 37-ე წუთზე გაქვითეს, მეორეში კი ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი წინ გავიდნენ. მიუხედავად ამისა, „ვიტესმა“ მატჩის გადარჩენა მაინც შეძლო და მე-80 წუთზე ბიუტნერმა 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ირაკლი იეგოიანმა Sofascore-ისგან 8,6-იანი შეფასება დაიმსახურა (საუკეთესო მაჩვენებელი ორივე გუნდში). მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 1 გოლი, 1 ასისტი, 42 შეხება ბურთთან, 20-დან 16 ზუსტი პასი (80%), 3 საკვანძო პასი, 2-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 2-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, 2 დარტყმა კარში, 1 დარტყმა კარისკენ, 1 დაბლოკილი დარტყმა, 3-დან 2 წარმატებული დრიბლინგი, 10-დან 7 მოგებული ორთაბრძოლა, 2 წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა. იეგოიანმა 8-ჯერ დაკარგა ბურთი, მეტოქეს 5-ჯერ დაარღვევინა წესები და ერთხელ მოხვდა თამაშგარეში.

იეგოიანის საუკეთესო მომენტები:

29 მატჩის შემდეგ „ვიტესი“ 5 ქულით ბოლო ადგილზეა, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ვიტესურ კლუბს ფინანსური დარღვევების გამო 27 ქულა აქვთ დაკლებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ტრანსფერი დიდი რისკი არ იქნება“ | პოლ რობინსონი ევერტონს ჩაკვეს ყიდვას ურჩევს
„ეს ტრანსფერი დიდი რისკი არ იქნება“ | პოლ რობინსონი ევერტონს ჩაკვეს ყიდვას ურჩევს