კობი ბრაიანტი, მაიკლ ჯორდანი
Aa
Aa

ბრაიანტი ჯორდანზე მეტ შეკითხვას სვამდა - ყოფილი მწვრთნელი ლეგენდებზე

NBA-ს და მთლიანად მსოფლიოს კალათბურთის ლეგენდების, მაიკლ ჯორდანისა და კობი ბრაიანტის ერთმანეთთან შედარება სპორტის ამ სახეობის მოყვარულებს მუდამ მოსწონდათ, თუმცა ბუნებრივია საერთო აზრზე შეჯერება ურთულესი საქმეა. ამ ორი ფენომენიდან რა ასპექტში იყო ძლიერი კობი და რაში მაიკლი, ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია ყველაზე კომპეტენტური მოსაზრება იმ სპეციალისტს ექნება, რომელსაც თავის დროზე როგორც ერთი, ასევე მეორე გაუწვრთნია. სწორედ ამიტომ ტიმ გროვერის კომენტარი საინტერესო გამოდგა:

„ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ. რაც შეეხება განსხვავებას, ყველაზე დიდი განსხვავება ის იყო, რომ ჯორდანს შეკითხვების დასმა არ უყვარდა, უბრალოდ ამბობდა: „მე გენდობი შენ ბოლომდე, მაგრამ თუ რაიმე პრობლემა წარმოიშვება, უკეთ იცი ვის რა პასუხი გასცე, კარგი?“. რაც შეეხება ბრაიანტს, მას უმცირესი დეტალებიც კი აინტერესებდა და მეკითხებოდა: „რისთვის ვაკეთებთ ამას?  როგორ უნდა მივუდგეთ ამ ყველაფერს?“

ბრაიანტი უფრო აქტიური ალბათ თავისი განათლების ხარჯზეც იყო. საოცარია, მაგრამ მუდამ მაკვირვებდა - საოცარი ნიჭის გამო კალათბურთის თამაში იმდენად ადრე დაიწყო, კოლეჯშიც კი არ უსწავლია. მიუხედავად ამისა, ოთხი უცხო ენა იცოდა და თითოეულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების გამოთქმა უყვარდა“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, კობი ბრაიანტი საშინელი ავიაკატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა. რაც შეეხება მაიკლ ჯორდანს, ის ბოლო პერიოდში ფუნქციონერის ამპლუაში გვევლინებოდა და NBA-ს კლუბის, „შარლოტ ჰორნეტსის“ აქციათა საკონტროლო პაკეტს ფლობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეკორდი NBA-ს მცველებს შორის - კარიმ ყველას აჯობა
რეკორდი NBA-ს მცველებს შორის - კარიმ ყველას აჯობა