ასტონ ვილას ჟოაუ ფელიქსის ყიდვა სურს
„ასტონ ვილას“ ჩელსის პორტუგალიელი ფეხბურთელის, ჟოაუ ფელიქსის ყიდვა უნდა.
როგორც RMC Sport-ი წერს, კლუბის სურვილია, რომ 25 წლის ნახევარმცველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაიფორმოს.
გავრცელებული ინფორმაციით, „ასტონ ვილამ“ „არისტოკრატებთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ჟოაუ „ჩელსიში“ გასული წლის აგვისტოში გადავიდა და მას კლუბთან 7-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში ფელიქსმა 12 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევროა.