მაკარიძე
Aa
Aa

მაკარიძე "რიუ ავეში"?

პორტუგალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მაკარიძის დამატება პრიმეირა ლიგის მე-5 ადგილოსან „რიუ ავეს“ სურს.

ამ გუნდის მთავარი მეკარე 37 წლის კასიოა, რომელსაც ასაკი ეტყობა და ბოლო ტურებში მისი ჩანაცვლება სათადარიგო გოლკიპერ რუი ვიეირას უწევს.

გიორგი მაკარიძე ამჟამად „მორეირენსეში“ ირიცხება, თუმცა ამ სეზონში არცერთ მატჩში არ უთამაშია, რის მიზეზადაც მწვრთნელთან უთანხმოება სახელდება.

ქართველმა მეკარემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მისი ამჟამინდელი გეგმა, ზამთარში „მორეირენსედან“ წასვლაა, რისი წინააღმდეგი არც თავად კლუბის ხელმძღვანელობაა.

გავიხსენოთ, რომ გასულ სეზონში „მორეირენსემ“ პორტუგალიის ლიგის თასი მოიგო, რაშიც საყოველთაო შეფასებით, მაკარიძის წვლილი საკმაოდ დიდი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები