France Football-მა ზიდანი საუკეთესოდ დაასახელა
Aa
Aa

France Football-მა ზიდანი საუკეთესოდ დაასახელა

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი საფრანგეთში წლის საუკეთესო სპეციალისტად დაასახელეს.

გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა France Football-მა, საუკეთესო მწვრთნელის პრიზი ზიზუს გადასცა.

ზიდანის გარდა ჯილდოზე წარდგენილი იყვნენ მარსელის "ოლიმპიკის" ბრაზილიელი თავკაცი ბრუნო ჟენეზიო და სამფეროვანთა ეროვნული ნაკრების დამრიგებელი დიდიე დეშამი.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანმა 2017 წელს მადრიდის "რეალთან" ერთად 5 ტიტულის მოგება შეძლო - ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის სუპერ თასი, უეფას სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ეს ის ტიტულებია, რომლებსაც სამეფო კლუბი ზიზუს ხელმძღვანელობით დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები