დევიდ კუტს მსაჯობა აეკრძალა
Aa
Aa

დევიდ კუტს მსაჯობა აეკრძალა

პრემიერ ლიგის ბრიტანელ არბიტრს, დევიდ კუტს მსაჯობა აეკრძალა. ინფორმაციას BBC Sport-ი ავრცელებს.

11 ნოემბერს, ორგანიზაცია PGMOL-მა 42 წლის კუტს გამოძიების დასრულებამდე საქმიანობა დროებით აუკრძალა.

ამის მიზეზი ის გახდა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დევიდ კუტი მეგობრებთან პირად საუბარში კლოპს ამპარტავანს უწოდებს და ქალის სასქესო ორგანოს ადარებს.

ვიდეო რამდენიმე წლის წინ გადაღებული აღმოჩნდა, თუმცა სოციალურ ქსელებში ცოტახნის წინ გავრცელდა.

ახალი გამოძიების საფუძველი კიდევ ერთი ვიდეო გახდა, რომელიც ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატზეა გადაღებული. მასში კუტი თეთრ ფხვნილს იყნოსავს, რომელიც სავარაუდოდ ნარკოტიკია.

აღსანიშნავია, რომ დევიდ კუტი პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მსაჯია და უმაღლესი ლიგის მატჩებზე 2018 წლიდან მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი კვარა - ტურინის იუვენტუსი 15 წლის ქართველ ტალანტს აკვირდება
ახალი კვარა - ტურინის იუვენტუსი 15 წლის ქართველ ტალანტს აკვირდება