"ევრობასკეტმა" შენგელია აღიარა! წლის გუნდი და ევროპის ტოპ 10!
წამყვანმა ევროპულმა პორტალმა "ევრობასკეტმა" 2017 წლის სეზონის რჩეული გუნდი დაასახელა.
საუკეთესო კალათბურთელებს შორის საქართველოს ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელიაც მოხვდა.
ვებ გვერდმა შენგელია ევროპაში მოასპარეზე კალათბურთელთა მეორე გუნდში შეიყვანა, სადაც თოკოსთან ერთად სერბი მილოშ ტეოდოსიჩი, ამერიკელი კიტ ლენგფორდი, რუსი ალექსეი შვედი და ჩეხი იან ვესლი მოხვდნენ.
აქვე გეტყვით, რომ პირველ სიმბოლურ ხუთეულში სლოვენიელი ლუკა დონჩიჩი, ფრანგი ნანდო დე კოლო, სერბი ბოგდან ბოგდანოვიჩი, ბერძენი გეორგიოს პრინტეზისი და ამერიკელი ეკპე უდო მოხვდნენ.
აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ თორნიკე შენგელია ევროპის ტოპ 10 კალათბურთელშია მოხსენიებული. იგულისხმება NBA-ში მოთამაშე ევროპელებიც. ხსენებულ ათეულში შედიან ნიკოლა ბატუმი, ლუკა დონჩიჩი, ნიკოლა ვუჩევიჩი, ვესელი, ნიკოლა მიტროვიჩი, იონას ვალანჩუნასი, პაუ გასოლი, დარიო სარიჩი და მილოშ ტეოდოსიჩი შედიან.