ფიფა
Aa
Aa

ისეთი, როგორც არავის - ნდობა საუდის არაბეთს ფიფასგან

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო პერიოდულად განიხილავს მუნდიალის მასპინძლობის სურვილის მქონე აპლიკანტი ქვეყნების განაცხადებს და მათ გარკვეულ შეფასებებს აძლევენ. სწორედ ასეთი ხასიათის სხდომა გაიმართა გუშინ ფიფაში და საუდის არაბეთს, რომელიც 2034 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მიღების ერთადერთი კანდიდატი იყო 2023 წლის ოქტომბერში, უმაღლესი შეფასება მიეცა.

ფიფამ გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც წერია რომ 500 შესაძლებლობიდან არაბებმა 419, 8 მეათედი ბალი მიიღეს და ქვეყანა ათი წლის შემდეგ პლანეტის უდიდესი საფეხბურთო ფორუმის სამასპინძლოდ მზად იქნება. საინტერესოა, რომ მსგავსი შეფასება სპეციალური შემოწმების შემდეგ, მუნდიალის მასპინძელ არც ერთ სახელმწიფოს არ მიუღია. იქვე ხაზგასმულია, რომ მცირე ყურადღებაა მისაქცევი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს, რომელიც სათანადო ჩარევის შემთხვევაში, მალევე აღმოიფხვრება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთის ფეხბურთელთა ნაკრები რობერტო მანჩინის ჩააბარეს და მას ჰქონდა დავალებული გუნდის საშინაო მუნდიალისთვის მომზადება, თუმცა იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით არაბებმა სათანადო შედეგები ვერ აჩვენეს, რის გამოც ის პოსტიდან გადააყენეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპორტის ისტორიაში რეკორდული კონტრაქტი - ვინისიუსს მილიარდზე მეტს სთავაზობენ
სპორტის ისტორიაში რეკორდული კონტრაქტი - ვინისიუსს მილიარდზე მეტს სთავაზობენ