ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი მანა
Aa
Aa

„ივლისში შეთავაზებაც გავაკეთეთ, მაგრამ...“ - ნაპოლის დირექტორი კვარას კონტრაქტზე

„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი, ჯოვანი მანა „ატალანტასთან“ მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე ტელეკომპანია DAZN-ს ხვიჩას კონტრაქტის გარჩემო არსებულ სიტუაციაზე ესაუბრა და განაცხადა, რომ კლუბი ხელშეკრულების გასახანგრძლივებლად ყველაფერს აკეთებს.

რას ამბობს მანა:

„ხვიჩას და მის გარემოცვას ვესაუბრებით და ივლისში შეთავაზებაც გავაკეთეთ. მოკლევადიან პერიოდში ევოლუციას ველოდებით, თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, შემდეგ სეზონის დასრულებას დაველოდებით. კვარასთან კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი გვაქვს და ამის გათვალისწინებით, შეფასებებსაც გავაკეთებთ“.

ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლის“ ხელმძღვანელები ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს რამდენიმე თვეა აწარმოებენ, თუმცა, მხარეები შეთანხმებას ამ დრომდე ვერ აღწევენ. ქართველ ფეხბურთელს ნეაპოლურ კლუბთან ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

ცნობისთვის, ამ კომენტარის შემდეგ „ნაპოლი“ „ატალანტასთან“ უშანსოდ, 0:3 დამარცხდა, ხვიჩა კი ანტონიო კონტემ მოედნიდან 71-ე წუთზე გაიყვანა.

მიმდინარე სეზონში, ხვიჩამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 11 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი 11 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 25 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 10 ნოემბერს, სტუმრად „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამორიმმა კვარა მოითხოვა - იუნაიტედი ტრანსფერზე მუშაობას იწყებს
ამორიმმა კვარა მოითხოვა - იუნაიტედი ტრანსფერზე მუშაობას იწყებს