ინტერი, ემპოლი, საბა გოგლიჩიძე, რობერტო დ\'ავერსა
Aa
Aa

ემპოლის მწვრთნელი: “საბას უხეშობა განზარხული არ ჰქონდა“

სერია ა-ს მორიგ ტურში ემპოლიმ ინტერს უმასპინძლა და ინტერთან 0:3 დამარცხდა. პირველ ტაიმში, საბა გოგლიჩიძე მარკუს ტიურამთან უხეშობის გამო მსაჯმა მოედნიდან გააძევა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ემპოლის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ კომენტარი გააკეთა და ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით ისაუბრა.

რა თქვა დ’ავერსამ?

„პირველი 30 წუთი დიდებული გუნდის წინააღმდეგ დაბალანსებულ ფეხბურთს ვთამაშობდით, მაგრამ ასეთ დროს 10 ფეხბურთელით დარჩენა რთულია. მეორე ტაიმში ვცდილობდით, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. რეალურად, ინტერმა გამარჯვება დაიმსახურა.

საბა გოგლიჩიძემ ბოდიში მოიხადა და სხვა ყველაფერი ახლა უკვე ზედმეტია. აშკარა იყო, რომ ტიურამს ჩაარტყა, მაგრამ მას ეს განზრახული არ ჰქონდა. ვფიქრობ, ახლა მისი დადანაშაულება უაზრობა იქნება.“

შეგახსენებთ, რომ ამ წაგების შემდეგ, ემპოლის 11 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში ემპოლი კომოს უმასპინძლებს, თუმცა დისკვალიფიკაციის გამო გოგლიჩიძე მონაწილეობას ვერ მიიღებს.


მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
თვის საუკეთესო გოლი - ზურიკო ნომინანტებს შორისაა
თვის საუკეთესო გოლი - ზურიკო ნომინანტებს შორისაა