ჯორჯ ბალდოკი
Aa
Aa

ბალდოკის ოჯახს ხელფასს გადაუხდიან - პანათინაიკოსის ღირსეული ჟესტი

რამდენიმე დღის წინ, სპორტულ სამყაროში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. საბერძნეთის ნაკრებისა და პანათინაიკოსის ფეხბურთელი ჯორჯ ბალდოკი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

სულ ცოტა ხნის წინ კი ბერძნულმა გუნდმა ძალზედ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. ვიგებთ, რომ პანათინაიკოსი ბალდოკს კონტრაქტს არ გაუწყვეტს და ხელშეკრულების დასრულებამდე მის ოჯახს ხელფასს გადაუხდის.

შეგახსენებთ, რომ ინგლისში დაბადებული ბალდოკი სხვადასხვა დროს, ისეთ კლუბებში ასპარეზობდა, როგორებიცაა „მილტონი“, „ნორტჰემპტონი", „ტამუორტი", „ოქსფორდი“, „შეფილდ იუნაიტედი". მისი ბოლო კლუბი „პანათინაიკოსი“ იყო.

ბალდოკს ეროვნულ ნაკრებში 12 მატჩი აქვს ჩატარებული. მან 26 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური მატჩი თბილისში ითამაშა.

ასევე შეგახსენებთ, ბალდოკი 9 ოქტომბერს საკუთარი სახლის აუზში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მის სხეულზე ძალადობის კვალი არ არის. ჯერჯერობით გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰოლანდი ბარსელონაში? - რას წერს FourFourTwo
ჰოლანდი ბარსელონაში? - რას წერს FourFourTwo