საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელი ჯორჯ ბალდოკი გარდაიცვალა
საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელი, ჯორჯ ბალდოკი გარდაიცვალა. როგორც BBC წერს, 31 წლის სპორტსმენი ათენში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ინგლისში დაბადებული ბალდოკი ისეთ კლუბებში ასპარეზობდა, როგორებიცაა „მილტონი“, „ნორტჰემპტონი", „ტამუორტი", „ოქსფორდი“, „შეფილდ იუნაიტედი". მისი ბოლო კლუბი „პანათინაიკოსი“ იყო.
ბალდოკს ეროვნულ ნაკრებში 12 მატჩი აქვს ჩატარებული. მან 26 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური მატჩი თბილისში ითამაშა.