Aa
Aa

"სიტისთან" ოტამენდიც გაახანგრძლივებს

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტი“ კონტრაქტს კიდევ ერთ ფეხბურთელთან გაახანგრძლივებს.

გაბრიელ ჟესუშის შემდეგ, ახალი ხელშეკრულება ნიკოლას ოტამენდისთან გაფორმდება.

29 წლის არგენტინელი მცველი „ქალაქელთა“ რიგებში დარჩენას პრაქტიკულად კარიერის ბოლომდე გეგმავს.

მას კლუბთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება, ხოლო ახალი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.

ნიკოლას ოტამენდი „სიტიში“ 2015 წელს ესპანური „ვალენსიადან“ 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები