კლოპმა პრობლემების მოგვარება დაიწყო -
Aa
Aa

კლოპმა პრობლემების მოგვარება დაიწყო - "ლივერპული" იანვარში მეკარეს შეიძენს

Le Sport 10-ის ინფორმაციით, იურგენ კლოპი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე მეკარის შეძენას გეგმავს.

წყაროს ცნობით, "ლივერპული" "პსჟ"-ს გერმანელი გოლკიპერის კევინ ტრაპის გადმობირებას შეეცდება.

კლოპი, მინოლესა და კარიუსის თამაშით უკმაყოფილოა და რომელიმე მათგანის ტრაპით ჩანაცვლებას გეგმავს.

27 წლის გერმანელი მეკარე "პსჟ"-ში სათამაშო პრაქტიკის გარეშეა და კლუბის შეცვლის წინააღმდეგი არც თვითონ არის.

წლევანდელ სეზონში ტრაპმა სულ 2 მატჩი ჩაატარა და გუნდიდან წასვლის სურვილი, რომ ამოძრავებს ეს რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის.

აღსანიშნავია, რომ "მერსისაიდელები" კევინ ტრაპს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გამოიყენებენ, რადგან ის ჯგუფურ ეტაპზე პარიზელთა განაცხადში იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები