აურელიენ ჩუამენი
Aa
Aa

„თუ ხალხი ფეხბურთს საკვანძო ფეხბურთელების გარეშე უყურებს...“ | ჩუამენი გადატვირთულ კალენდარზე

გადატვირთულ კალენდარზე ფეხბურთელებისა და მწვრთნელების განცხადებები არ წყდება.

ამჯერად ფეხბურთის ხარისხზე გაზრდილი მატჩების რაოდენობის გავლენაზე მადრიდის „რეალის“ ფრანგმა ნახევარმცველმა, აურელიენ ჩუამენიმ ილაპარაკა.

„ძალიან ბევრი მატჩია, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ შემადგენლობების როტაცია იქნება საჭირო. ვფიქრობ, უმაღლესმა ორგანოებმა მოსახერხებელი კალენდარი უნდა შეადგინონ, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.

საჭიროა პროფკავშირი, რომელიც ამაზე ილაპარაკებს. ბევრი მატჩი ტრავმებს იწვევს. თუ ხალხი ფეხბურთს საკვანძო ფეხბურთელების გარეშე უყურებს, ისინი ინტერესს დაკარგავენ“, - თქვა ჩუამენიმ.

მანამდე მატჩების გაზრდილი რაოდენობა „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებმა როდრიმ და კევინ დე ბრუინიმ, „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუამ, „ბარსელონას“ მცველმა ჟიულ კუნდემ, „რეალის“ ვიცე-კაპიტანმა, დანი კარვახალმა „ტოტენჰემის“ კორეელმა შემტევმა, სონ ჰიონ მინმა და ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ენჯ პოსტეკოგლუმ გააკრიტიკეს.

გადატვირთული კალენდრის თანმდევ პრობლემაზე ისაუბრა კარლო ანჩელოტიმაც. მადრიდის „რეალის“ თავკაცი მიიჩნევს, რომ ეს არის მთავარი ფაქტორი იმ მრავალრიცხოვანი ტრავმის, რომელიც მის გუნდს მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან თან სდევს.

„პაპა კარლომ“ ასევე თქვა, რომ ფეხბურთელები მზად არიან ხელფასები შეიმცირონ, თუ ნაკლებს ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: ფეხბურთელები მზად არიან ხელფასები შეიმცირონ, თუ ნაკლებს ითამაშებენ
ანჩელოტი: ფეხბურთელები მზად არიან ხელფასები შეიმცირონ, თუ ნაკლებს ითამაშებენ