მარიო ბალოტელი
Aa
Aa

ბალოტელი ესპანეთში? | რას წერს ესპანური მედია

იტალიელმა ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ შესაძლოა კარიერა ესპანეთში გააგრძელოს. გამოცემა AS-ის ინფორმაციით, 34 წლის ფორვარდს რიგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე „ინტერსიტი“ იწვევს.

თურქული „ადანა დემირსპორიდან“ წასვლის შემდეგ ბალოტელი უგუნდოდაა. ესპანური მედიის ინფორმაციით, „სუპერ მარიოსა“ და ალიკანტელებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის მესამე დივიზიონში მოქმედებს შეზღუდვა 23 წელს გადაცილებული ფეხბურთელების რაოდენობაზე. კერძოდ, გუნდს მხოლოდ 17 ასეთი ფეხბურთელის დარეგისტრირება შეუძლია, განაცხადში დარჩენილი ადგილები კი 23 წლამდე ასაკის ფეხბურთელებისთვისაა განკუთვნილი. 

იმის გათვალისწინებით, რომ „ინტერსიტის“ უკვე ჰყავს განაცხადში 23 წელს გადაცილებული 17 მოთამაშე, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ბალოტელი იანვრამდე ოფიციალურ მატჩებში ვერ ითამაშებს. თუმცა ალიკანტეში ბაზირებული კლუბი მიიჩნევს, რომ ეს დრო ბალოტელიმ საუკეთესო სათამაშო კონდიციების დასაბრუნებლად უნდა გამოიყენოს.

სხვადასხვა დროს ბალოტელის უთამაშია ისეთ გრანდებში, როგორებიცაა „ინტერი“, „მილანი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული“. „ადანა დემირსპორში“ ყოფნისას მან 16 მატჩში 7 გოლი გაიტანა, გარკვეული პერიოდი კი მუხლის ტრავმის გამო გაუცდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნახევარწლიანი საფეხბურთო იზოლაცია - ფიფამ ეტო’ო დასაჯა
ნახევარწლიანი საფეხბურთო იზოლაცია - ფიფამ ეტო’ო დასაჯა