ემპოლი, საბა საზონოვი
Aa
Aa

ტრავმა სერიოზულია - საზონოვმა ამ სეზონში შესაძლოა, ვეღარ ითამაშოს

საქართველოს ნაკრების მცველმა, საბა საზონოვმა „ემპოლის“ ბოლო სავარჯიშო სესიაზე მძიმე ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ, თამაშს რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

„ემპოლის“ ოფიციალურმა გვერდმა ცოტა ხნის წინ სამედიცინო დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი მცველის მდგომარეობაზე დამატებით ინფორმაციას იძლევა.

რა წერია განცხადებაში:

„ემპოლის“ საფეხბურთო კლუბი აცხადებს, რომ ინსტრუმენტულმა ტესტებმა, რომელიც გუშინ, დილის ვარჯიშზე დაშავებულმა საბა საზონოვმა გაიკეთა, გამოიკვეთა მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესების დისტრაქტიული დაზიანება. უახლოეს დღეებში, სპეციალისტების მიერ მოთამაშის მდგომარეობა შეფასდება, რათა დადგინდეს ფეხბურთელის მკურნალობის შემდგომი გზა.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი „ემპოლიში“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს, „ტორინოდან“ იჯარის წესით გადავიდა და ახალ კლუბში დებიუტი ამ დრომდე არ ჰქონია. როგორც ადგილობრივი მედია წერს, დიდი შანსია, რომ ქართველმა მცველმა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები